რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, კურსკისა და კალუგის ოლქებში 11 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის კალუგისა და კურსკის ოლქებში 11 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ოკუპანტების მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 10 დრონი კურსკის ოლქის თავზე, 1 კი კალუგის ოლქში ჩამოაგდეს.

"29 სექტემბრის ღამეს აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა". - წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

თავდასხმის შესახებ საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა კურსკის ოლქის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმაც. მისი მტკიცებით, უკრაინულმა დრონებმა ქვესადგურზე ასაფეთქებელი მოწყობილობები ჩამოაგდეს, რის შედეგადაც დასახლებულ პუნქტებში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა.

"ბელევსკის რაიონის ბელაიას დასახლებაში უკრაინულმა დრონებმა ქვესადგურზე ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო. ერთ-ერთ ტრანსფორმატორს ცეცხლი გაუჩნდა. გათიშულია ხუთი დასახლება და საავადმყოფო". - წერს სტაროვოიტი.

კომენტარები