2023 წელს გარდაცვლილები

ალბუს დამბლდორის როლის შემსრულებელი სერ მაიკლ გემბონი გარდაიცვალა

82 წლის ასაკში ირლანდიელი თეატრისა და კინოს მსახიობი, ჰარი პოტერის ფილმებში ალბუს დამბლდორის როლის შემსრულებელი სერ მაიკლ გემბონი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი პნევმონია გახდა.

გემბონმა თეატრში თამაში 1960-იან წლებში, ლოურენს ოლივიეს ხელმძღვანელობით National Theatre-ში დაიწყო. პირველი ჯილდოები და აღიარება 1980-იან წლებში შესრულებულმა თეატრალურმა და სატელევიზიო როლებმა მოუტანა. ამ პერიოდში გემბონმა თავისი პირველი BAFTA და თეატრალური ჯილდო Olivier Awards მოიპოვა.

მსოფლიო ცნობადობა მსახიობს ჰარი პოტერის ფილმებში შესრულებულმა პროფესორ ალბუს დამბლდორის როლმა მოუტანა. ჯადოქრის როლი გემბონმა 8-დან 6 ფილმში შეასრულა. თავდაპირველად დამბლდორის როლს რიჩარდ ჰარისი ასრულებდა, რომელიც 2002 წელს გარდაიცვალა.

კარიერის განმავლობაში სერ მაიკლ გემბონს მიღებული აქვს 4 BAFTA-ს ჯილდო, ორი ემის ნომინაცია, ერთ ოქროს გლობუსის ნომინაცია, კინომსახიობთა გილდიის ორი ჯილდო. 1992 წელს გემბონი რაინდად აკურთხეს.

კომენტარები