რუსეთი

რუსეთში მეტროს სადგურებს ბომბსაფრებად გამოყენებისთვის ამზადებენ

რუსულ ქალაქებში მეტროს სადგურებს ბომბსაფრებად გამოყენებისთვის ამზადებენ. ინფორმაციას გამოცემა Moscow Times ავრცელებს.

ახალ სტანდარტებს მეტროს სადგურებისთვის რუსეთის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი ადგენს.

"ახალი სტანდარტები ამოქმედდება როგორც ძველ სადგურებზე, ისე მეტროპოლიტენის ახალ და მშენებარე ხაზებზეც". – უთხრეს გამოცემას ინტერვიუში ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.

მეტროპოლიტენის სამოქალაქო თავდაცვის კუთხით განახლების პროექტი ჯერ კიდევ 2016 წელს ამოქმედდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კრემლიდან არსებული ბომბსაფარი-მეტროს სადგურების შემოწმებისა და განახლების ბრძანება გაიცა.

მეტროს სადგურების დიდი ნაწილი აშენებისთანავე გათვალისწინებულ იყო როგორც ბომბსაფარი, რომელიც მოსახლეობას რადიაციისგან და დაბომბვისგან დაიცავს. თუმცა ბოლო შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ რუსეთს ტერიტორიაზე არსებული ბომბსაფრების 30% მიტოვებულია ან უვარგისი ხალხის დასაბინავებლად.

კომენტარები