ოზურგეთი

სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა

Guria TV

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა. ამასთან, როგორც Guria TV წერს, ჭერის ჩამოშლის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი. 

"მათგან ერთ-ერთი მშობელია, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო სკოლის დამლაგებელი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს". - წერს Guria TV. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები