ოზურგეთი

"ოზურგეთის განახლება აღიზიანებთ" – მერი "კუბოს ფორმის" საყვავილეებზე

ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე "კუბოს ფორმის" საყვავილეებზე მოქალაქეების რეაქციასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს ეხმაურება. თალაკვაძე ამტკიცებს, რომ ოზურგეთის "იმიჯის შელახვით" ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა დაკავებული, რადგან მათ "განახლება და განვითარება აღიზიანებთ". 

მერი აქვეყნებს ფოტოებს, თუ როგორი უნდა იყოს საყვავილეები პროექტის დასრულების შემდეგ. 

"მის ნაცვლად, რომ თავისი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ინტერესები დაიცვან, თავისი კუთხის პატრიოტები იყვნენ, - “ნაციონალური მოძრაობა” აქაც ოზურგეთის იმიჯის და ღირსების შელახვით არის დაკავებული. ცხადია, რომ ოზურგეთის განახლება და განვითარება აღიზიანებთ.

საკუთარი ქალაქის დაცინვა სამარცხვინოა! საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება სამარცხვინოა!" - წერს თალაკვაძე. 

მანამდე, სოციალურ ქსელში გავრცელა ფოტოები, რომლებშიც მოქალაქეებმა საყვავილეების ფორმა კუბოს მიამსგავსეს.  

 

კომენტარები