ოზურგეთი

გურიის მოამბე: ავთანდილ თალაკვაძემ 64 წლის კაცი სამსახურიდან ორსულობის მუხლით დაითხოვა

ავთანდილ თალაკვაძე

გამოცემა გურიის მოამბის ცნობით, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მწვრთნელი, ხარიტონ ჩატარაშვილი საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი დასაქმებულის ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებად შვეულებას გულისხმობს:

დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით.

როგორც ხარიტონ ჩატარიშვილი გურიის მოამბესთან ამბობს, ის სამსახურიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს მხარს არ უჭერდა.

"მომხსნენ სამსახურიდან რადგან მხარს არ ვუჭერდი არჩევნებში ავთანდილ თალაკვაძეს,  მერმა მითხრა ხმა კოტე შარაშენიძეს მიეცი და ნაციონალურ მოძრაობას რის გამოც ჩვენთან ვერ იმუშავებო". - აქვეყნებს გურიის მოამბე ჩხატარაშვილის კომენტარს.

ამასთან ერთად, გამოცემა ავრცელებს ბრძანებას, სადაც ხარიტონ ჩხატარიშვილის გათავისუფლების შესახებ წერია:

 

კომენტარები