ოზურგეთი

სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ოზურგეთის მერის წარმომადგენელი დავაკავეთ

shutterstock

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფრომაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ მერიაში ოზურგეთის მერის წარმომადგენელი - გ.კ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 10 კუბური მეტრი სამერქნე მასალის ადგილწარმოშობის ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, გ.კ.-მ მოქალაქეს 500 ლარი გამოართვა. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები