რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკკარტი აშშ-ს ბიუჯეტში უკრაინისთვის $300-მილიონიანი დახმარების გამოყოფას მხარს უჭერს

REUTERS/Tom Brenner/File Photo

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერისა და რესპუბლიკელი პოლიტიკოსის, კევინ მაკკარტის თქმით, აშშ-ს ბიუჯეტში უკრაინისთვის $300 მილიონის მოცულობის დახმარების გამოყოფას მხარს დაუჭერს. 

აქამდე, აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელი ლიდერები უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების - $300 მილიონის - ბიუჯეტიდან ამოღების საკითხს განიხილავდნენ.

თუმცა, მიუხედავად ამისა, შაბათს, 23 სექტემბერს კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა თქვა, რომ იგი პენტაგონის ბიუჯეტის კანონპროექტში უკრაინას ფინანსურ დახმარებას შეუნარჩუნებს. 

კომენტარები