აშშ - ჩრდილოეთ კორეა - სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი რუსეთს ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის შესახებ აფრთხილებს

იუნ სუკ იოლი
Reuters

ოთხშაბათს, 20 სექტემბერს,  სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლიმა მსოფლიო ლიდერები გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის თანამშრომლობის შესახებ. Პრეზიდენტის თქმით,  გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრისგან  საერთაშორიროს ნორმების გვერდის ავლით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი საშიში და "პარადოქსული იქნება".

გაეროს გენერალური ასამბლეაზე გამოსვლისას, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტზე ისაუბრა. თავად იუნ სუკ იოლი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს 12 სექტემბერს შეხვდნენ.

“პარადოქსულია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ნდობით აღჭურვილი მსოფლიო მშვიდობის მცველი, რომელიც ომს აწარმოებს სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრის გზით,  მიიღებს იარაღსა და საბრძოლო მასალას იმ სახელმწიფოში დანერგილი რეჟიმისაგან, რომელიც უხეშად არღვევს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს”. - თქვა იუნმა გამოსვლისას.

გარდა ამისა, იუნი ამბობს, რომ შესაძლებელია ჩრდილოეთმა რუსეთი საბრძოლო იარაღით მოამარაგოს ეკონომიკური დახმარების და ტექნოლოგიების მიწოდების სანაცვლოდ. მისი თქმით, ასეთი შეთანხმება იქნება მიუღებელი სამხრეთისთვის. 

"რუსეთსა და DPRK-ს (კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა) შორის ასეთი შეთანხმება იქნება პირდაპირი პროვოკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ კორეის რესპუბლიკის მშვიდობასა და უსაფრთხოებას". - თქვა პრეზიდენტმა. 

სამხრეთ კორეის Პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ბირთვული და სარაკეტო იარაღის პოტენციურ საფრთხეზე:  

"კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვული და სარაკეტო იარაღი არა მხოლოდ პირდაპირ და ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის კორეის რესპუბლიკის მშვიდობას, ასევე  სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს წყნარი ოკეანის რეგიონსა და მთელ მსოფლიოსთვის".

ამასთანავე, სამშაბათს, 19 სექტემბერს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩანგ ჰო-ჯინი სეულში რუსეთის ელჩს, ანდრეი კულიკივს შეხვდა. Საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა ძალიან უარყოფით გავლენას“ მოახდენს სამხრეთ კორეასა და რუსეთის ურთიერთობაზე.

კომენტარები