სტატუსშეჩერებული სტუდენტები

სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულებაზე ამილახვარი ბრიფინგს გამართავს

დღეს, 21 სექტემბერს, 14:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ტაბულას ინფორმირებული წყაროს ცნობით, 20 სექტემბერს უნივერსიტეტების წარმომადგენლები განათლების სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ სტუდენტებისთვის დავალიანებები თავად გაენულებინათ. წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე უნივერსიტეტი მოთხოვნას დათანხმდა.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, საკითხთან დაკავშირებით მთავრობა ბრიფინგის გამართვას 21 სექტემბერს აპირებდა, თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგის დანიშვნას არ ადასტურებდნენ.

15 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა, რომ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს ფინანსური დავალიანებები გაუნულდებოდათ.

კომენტარები