უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი თეირანს ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით სატელიტურ მონაცემებს აწვდის, რათა ირანმა რეგიონში პირდაპირი იერიშების მიტანა შეძლოს.
"ივლისიდან მოყოლებული ჩვენ გამოვავლინეთ ყურის სახელმწიფოებსა და იქ მდებარე აშშ-ს სამხედრო ობიექტებზე აქტიური რუსული სატელიტური დაზვერვა. შემდგომში ეს სურათები ირანში ჩნდება." – წერს ზელენსკი X-ზე.
ზელენსკის თქმით, ის უკრაინის დაზვერვას "ირანის რეჟიმისადმი რუსეთის მიერ გაწეული ახალი დახმარების შესახებ" ინფორმაციის პარტნიორებისთვის გაზიარებას დაავალებს.
"არსებობს მკაფიო კორელაცია ამ ობიექტების რუსულ სატელიტურ სურათებსა და ირანულ დარტყმებს შორის – როგორც თავდასხმებამდე, მათი მომზადების მხრივ, ასევე შემდგომ, მიყენებული ზიანის შეფასების კუთხითაც." – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანვე აღნიშნა, რომ 19-20 ივლისს რუსული სატელიტები იორდანიაში, ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ავიაბაზებით დაინტერესდნენ.
"ბოროტება ყოველთვის ცდილობს, გამონახოს გზები, რათა ვითარება გაუარესდეს და კიდევ უფრო გავრცელდეს." – წერს პრეზიდენტი ზელენსკი გავრცელებულ პოსტში.




