კობახიძის განათლების რეფორმა

ცნობილია, რა ეღირება სასკოლო ფორმები – მიქანაძემ ბრძანება გამოსცა

ფოტო: განათლების სამინისტრო

ივანიშვილის განათლების და მეცნიერების მინისტრმა, გივი მიქანაძემ გამოსცა ბრძანება, რომელიც საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურს ადგენს. 

ბრძანების დანართში გაწერილია სასკოლო ფორმის ტანსაცმლის თითოეული ერთეულის საფასური:

  • სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის): 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის): 25 ლარი;
  • სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის): 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (გოგოსთვის): 25 ლარი;
  • სასკოლო ქვედაკაბა:
  • მოკლე: 25 ლარი;
  • გრძელი: 25 ლარი.

დოკუმენტის თანახმად, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით რეალიზაცია დაუშვებელია.

ცნობისთვის, განათლების და მეცნიერების სამინისტრო 2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს გლორი ტექსტილი ინდასტრისგან შეიძენს. კომპანიის სამკერვალო ჩინეთში მდებარეობს.

ქართული ოცნების განათლების რეფორმით, საჯარო სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდა.

კომენტარები