3+3 ფორმატი

კავკასიაში ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჩვენთვის წითელი ხაზია – ირანის თავდაცვის მინისტრი

სერგეი შოიგუ და მუჰამედ რეზა აშთიანი
Tasnim

ირანული სამთავრობო მედია, Tasnim-ი ირანისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრების, მუჰამედ რეზა აშთიანისა და სერგეი შოიგუს შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

შოიგუ და აშთიანი ერთმანეთს 20 სექტემბერს, ირანში შეხვდნენ.

როგორც ირანული სამთავრობო მედია წერს, რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს ბრიგადის გენერალმა, მუჰამედ რაზა აშტიანიმ გამოთქვა თეირანის მკაცრი წინააღმდეგობა რეგიონში გარე სამხედრო ძალების ყოფნაზე.

გასულ დღეს ყარაბაღში დაწყებული და ამჟამად უკვე დამთავრებული საბრძოლო მოქმედებების ფონზე აშთიანიმ თქვა, რომ თეირანის რწმენით, 3+3 ფორმატი კავკასიაში სირთულეების გადაჭრის შესაბამისი გზაა. Tasnim-ის ცნობით, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო საზღვრების დაცვა ირანისთვის წითელი ხაზია.

Tasnim-ი წერს, რომ სერგეი შოიგუმ შეხვედრის დროს მხარი დაუჭირა 3+3 ფორმატსა და ირანის პოზიციას კავკასიასთან მიმართებაში.

კომენტარები