რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მიკოლაივის ოლქის თავზე Shahed-ის ტიპის 10 რუსული დრონი ჩამოვაგდეთ – უკრაინა

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

19 სექტემბრის ღამით უკრაინელმა სამხედროებმა მიკოლაივის ოლქის თავზე Shahed-ის ტიპის 10 რუსული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა გაავრცელა

"19 სექტემბრის ღამეს მიკოლაივის ოლქში საჰაერო თავდაცვის ძალებმა Shahed-136/131-ის ტიპის 10 დრონი ჩამოგადეს". - აღნიშნა კიმმა. 

მისივე თქმით, დაახლოებით 01:00 საათზე პერვომაის რაიონში ჩამოგდებული დრონების ფრაგმენტებმა ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტექნიკა დააზიანა, თუმცა, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

გარდა ამისა, რუსეთის შეარაღებულმა ძალებმა 19 სექტემბრის ღამით დრონებით იერიში ლვოვის ოლქსა და ქალაქ კრივოი როგზეც მიიტანა.

ლვოვის ოლქში თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ სამრეწველო საწყობში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის მიერ განადგურებული შენობის ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინული მედიის ცნობით, 19 სექტემბრის შეტევა ომის დაწყებიდან დღემდე ლვოვზე ყველაზე ხანგრძლივი დრონებით თავდასხმა იყო. 

კომენტარები