რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ლვოვზე და კრივოი როგზე დრონებით იერიში მიიტანა

რუსეთის შეარაღებული ძალები 19 სექტემბრის ღამეს დრონებით თავს დაესხნენ ლვოვის ოლქს და ქალაქ კრივოი როგს, არიან დაშავებულები და ერთი დაღუპული.

ლვოვის ოლქში თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ სამრეწველო საწყობში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის მიერ განადგურებული შენობის ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. გამთენიისას მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

უკრაინული მედიის ცნობით ომის დაწყებიდან დღემდე ლვოვზე ასეთი ხანგრძლივი იერიში ჯერ არ ყოფილა.

ლვოვის გარდა იმავე ღამეს დაიბომბა ქალაქი კრივოი როგი. დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით ქალაქში ცეცხლი წაეკიდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მცირე დროში მოახერხეს, დაშავებულები არ არიან.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას დრონებითა და სხვა სამხედრო მანქანებით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები