ჩინეთი-გერმანია

ჩინეთი ბერბოკის მიერ სი ძინფინგის დიქტატორად მოხსენიებას პოლიტიკურ პროვოკაციას უწოდებს

Suo Takekuma/Pool via REUTERS

ოფიციალური ჩინეთი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის მიერ Fox News-თან ინტერვიუში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის "დიქტატორად" მოხსენიებას ეხმაურება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამას აბსურდი და ღია პოლიტიკური პროვოკაცია უწოდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა თქვა, რომ ბერბოკის განცხადებები უკიდურესად ლახავს ჩინეთის პოლიტიკურ ღირსებას.

"ჩინეთი ძალიან უკმაყოფილოა და მყარად ეწინააღმდეგება გერმანული მხარის შეფასებას, რაც არის ძალიან აბსურდული, ჩინეთის პოლიტიკური ღირსების შემლახველი და ღია პოლიტიკური პროვოკაცია". – ამბობს მაო ნინგი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით. 

შეგახსენებთ, ანალენა ბერბოკმა გერმანიის მთავრობის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრისას სი ძინფინგს დიქტატორი უწოდა. მან აშშ-ში ყოფნისას Fox News-ის ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, როგორ ხედავს ბერლინი უკრაინაში ომის დასასრულს, უპასუხა, რომ უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს გააგრძელებენ, რამდენიც საჭირო იქნება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის პირველი ვინც სი ძინფინგს დიქტატორი უწოდა. მიმდინარე წლის 21 ივნისს სი დიქტატორად აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც მოიხსენია

კომენტარები