ოთარ ფარცხალაძე

კალაშნიკოვი: რამდენადაც ვიცი, ოთარ ფარცხალაძე ФСБ-ს აგენტი არასდროს ყოფილა

რამდენადაც ვიცი, ოთარ ფარცხალაძე ФСБ-ს აგენტი არასდროს ყოფილა. რაც შეეხება რუსული გავლენის აგენტს, აშშ-მ აქტიურად დაიწყო მუშაობა, რომ სხვა ჩინოვნიკებს აცნობოს, რუსეთთან რაც შეიძლება ნაკლებად იმეგობრონ. ეს სხვების გასაგონად პრევენციული და დაშინების აქტია. ფარცხალაძეს ვიცნობ, ის რუსეთთან ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სხვა კავშირებზე აქტიურად მუშაობს. ჩემს ღონისძიებაზე მე ის პირადად დავპატიჟე, როდესაც რუსეთთან პირდაპირი ფრენების გახსნასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას ვცდილობდით. ის ამ პროცესში სხვა ქართველებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული.

რა იპოვეს ამერიკელებმა დამატებით, ეს არ ვიცი და არც მაინტერესებს. მას პირადად ორჯერ შევხვდი. ჩემთვის ფარცხალაძე საქართველოს ინტერესებში, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ მოქმედებს. ამის გარდა რა აქვთ ამერიკის სპეცსამსახურებს, არ ვიცი და არც მინდა, ვიცოდე. ამ სანქცირებულთა სიაში 1800 კაცია შესული და მათ უმრავლესობას რუსეთის სპეცსამსახურებთან არანაირი კავშირი  არ აქვს. ამიტომ, ამერიკამ ეს აქტი სხვების დასაშინებლად მიიღო.

თქვა რუსეთის დუმაში დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა ფორმულასთან საუბარში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

 

კომენტარები