პუტინის რუსეთი

ყაზანში ფორმიანმა კაცმა სადარბაზოსთან, ბავშვის თანდასწრებით ხელყუმბარა ააფეთქა – [VIDEO]

რუსეთის ქალაქ ყაზანში სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა კაცმა სადარბაზოსთან, ბავშვის თანდასწრებით ხელყუმბარა ააფეთქა. ინფორმაციას ადგილობრივი Telegram არხი Казань на максималках ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს, რომ ფორმიანი კაცი ქალთან და ბავშვთან ერთად სადარბაზოსთან სკამზე ზის. შემდეგ არასრულწლოვანს ხელყუმბარიდან რგოლი გამოძრობას სთავაზობს, უარის მიღების შემდეგ კაცი თავად ხსნის რგოლს და ხელყუმბარას ისვრის. ვიდეოში ისმის აფეთქების ხმა. 

ხელყუმბარის ზუსტი მოდელი ამ ეტაპზე უცნობია, სავარაუდოდ კაცმა ბგერითი ხელყუმბარა ააფეთქა.

კომენტარები