უკრაინის გენშტაბის ცნობით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი ანდრეევკა შტურმით აიღეს, ხოლო კლიშჩეევკის მიმართულებით დაწინაურდნენ.
დასახლების გათავისუფლებას საკუთარ ტელეგრამ-არხზე ადასტურებს მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადაც, რომელიც ამ მიმართულებით იბრძოდა.
აქამდე, 14 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა გაავრცელა ცნობა ანდრეევკას გათავისუფლების შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის სარდლობამ უარყო. მათ ცნობას სიცრუე და ნაადრევი უწოდეს და აღნიშნეს, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდებოდა.
ამის შემდეგ მალიარმა საკუთარი ცნობა კომუნიკაციის დროს დაშვებული შეცდომებით ახსნა.