ევან გერშკოვიჩი

რუსეთში დაკავებული გერშკოვიჩის გათავისუფლების მიზნით მისმა ოჯახმა გაეროს პეტიციით მიმართა

WSJ-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი სასამართლო სხდომაზე

The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის ოჯახის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული გერშკოვიჩის გათავისუფლების თხოვნით გაეროს მიმართა

როგორც გერშკოვიჩის მშობლებმა და მისმა დამ აღნიშნეს, პეტიცია გაეროს თვითნებური დაკავების სამუშაო ჯგუფს გაუგზავნეს. 

"ეს პეტიცია განმარტავს, რომ ევანის დაკავება ადამიანის უფლებების დარღვევაა და რომ რუსეთმა ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ის სახლში დაბრუნდეს". - თქვა ევანის მამამ, მიხაილ გერშკოვიჩმა. 

გაეროს თვითნებური დაკავების სამუშაო ჯგუფს ევალება, გამოიკვლიოს "თავისუფლების აღკვეთის საქმეები, რომლებიც თვითნებურია ან არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს".  

აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ გერშკოვიჩისთვის წინასწარი პატიმრობის 30 ნოემბრამდე გაგრძელების შესახებ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მოთხოვნა დააკმაყოფილა

გერშკოვიჩი მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში ჯაშუშობის ბრალდებითაა დაკავებული. ის პირველი ამერიკელი რეპორტიორია, რომელსაც 1986 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინეს. 1986 წელს U.S. News and World Report-ის კორესპონდენტი, ნიკოლას დანილოფი კგბ-მ დააპატიმრა. იგი გაათავისუფლეს დაპატიმრებიდან 20 დღეში, მას შემდეგ, რაც გარიგების ფარგლებში აშშ-მ FBI-ის მიერ ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საბჭოთა კავშირის გაეროს მისიის თანამშრომელი სსრკ-ს გადასცა.

31 წლის აშშ-ს მოქალაქე, ევან გერშკოვიჩი ქალაქ ეკატერინბურგში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით იყო ჩასული, რა დროსაც იგი დააპატიმრეს.

კომენტარები