საქართველო-აშშ

საელჩო: აშშ-ს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში

Shutterstock

საქართველოში ამერიკის საელჩო მთავარი არხის გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ "შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში".

"აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში" - წერს საელჩო.

მთავარი არხის ინფორმაციით, 2021 წელს მმართველმა გუნდმა საქართველოში ჩამოსულ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.

ამ ინფორმაციაზე მთავარი არხის ეთერში ჟურნალისტმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემაც ისაუბრა. ჟურნალისტის თქმით, მას ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა უთხრა.

კომენტარები