ეს ინფორმაცია სასაცილო და არასერიოზულია [...] არსებულ ვითარებაში, ერთადერთი, რამაც შეიძლება, საქართველოს უსაფრთხოების გარანტია მისცეს, არის NATO-ს წევრობა. თქვენ იცით, რომ მაგალითად, ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს სწორედ NATO-ს ქოლგა იცავს. რა თქმა უნდა, ზოგადად, არავითარი ბაზა უსაფრთხოების გარანტია არ არის [...] ბაზამ შენ როგორ უნდა დაგიცვას? ერთადერთი გარანტი NATO-ს ქოლგაა.
tbl.ge/6i1e
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. მთავარი არხის ინფორმაციით, 2021 წელს მმართველმა გუნდმა საქართველოში ჩამოსულ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




