რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ამერიკის სენატი უკრაინაში ილონ მასკისა და Starlink–ის ოპერაციაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

CNN.com

აშშ-ს სენატორი ელიზაბეთ ვორენი ითხოვს, რომ დაიწყოს გამოძიება SpaceX-ის არქივებში უკრაინის ომში ილონ მასკის მონაწილეობის შესახებ. გასულ კვირას ილონ მასკმა აღიარა, რომ დაბლოკა უკრაინის წვდომა Starlink-ზე, რათა აეცილებინა რუსულ საბრძოლო ხომალდებზე თავდასხმა. 

ინფორმაციას სენატორი ვორენის მოთხოვნის შესახებ გამოცემა Bloomberg ავრცელებს. 

მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ილონ მასკი დაესწრება დახურულ შეხვედრას სენატორებთან კაპიტოლიუმის შენობაში. 

"კონგრესმა უნდა გამოძიოს რა მოხდა იქ და თუ გვაქვს ადეკვატური საშუალება, რომ დაარწმუნებულები ვიყოთ, ამერიკის საგარეო პოლიტიკა მთავრობის მიერ წარიმართება და არა მილიარდელის მიერ" - თქვა მასაჩუსეტსიდან დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა. 

კომენტარები