რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: რუსეთის მიერ უკრაინაში განადგურებული ტექნიკის ნაწილი მულაჟი აღმოჩნდა

CNN

უკრაინა ბრძოლის ველზე რეალურ სამხედრო ტექნიკას აქტიურად მულაჟებით, ანუ არაქმედითუნარიანი იაფფასიანი ასლებით ანაცვლებს. შედეგად რუსული მხარე ძვირადღირებულ ჭურვებს ფუჭად ხარჯავს. 

სამხედრო ტექნიკის ზუსტ, მაგრამ არაქმედით და იაფფასიან ასლებს კომპანია მეტინვესტი ამზადებს, რომელიც ბიზნესმენ რინატ ახმედოვს ეკუთვნის. კომპანია ძირითადად ძვირადღირებული დასავლური სამხედრო მანქანების ასლებს უშვებს.

"ომი ძვირი ჯდება. ჩვენი მიზანია რუსებმა ცრუ სამიზნეების გასანადგურებლად დახარჯონ ფული. დრონები და რაკეტები ძვირი, ჩვენი მოდელები კი იაფი". – ამბობს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

იმავე თანამშრომლის თქმით ბრიტანული წარმოების ჰაუბიცა M777, რომელსაც უკრაინელები იყენებენ რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს. ამავე მანქანის ასლის აწყობა ათას დოლარზე ნაკლები ჯდება.

კომპანია სასარგებლო ასლებს ომის დაწყების დღიდან ამზადებს. თავდაპირველად მათი მანქანები ყურადღებას არ იქცევდა. თუმცა დროსთან ერთად, ინჟინრების დახმარებით მეტინვესტის პროდუქცია საგრძნობლად დაიხვეწა.

"ჩვენ არ ვითვლით დამზადებულ ყალბ სამიზნეებს, ჩვენ ვითვლით განადგურებულ სამიზნეებს". – ამბობს მეტინვესტის თანამშრომელი. 

კომენტარები