ევროკავშირი-საქართველო

ბორელი: EU-ს კარი ღიაა, იმედია ქართველი ლიდერები ამ ისტორიულ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოსთვის ევროპულ გზაზე ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. ქვეყანა რომ ევროკავშირის კანდიდატი გახდეს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთად, კონსტრუქციულად უნდა იმუშავოს. ამაზე ვისაუბრე ქართველ პარლამენტარებთან – უმრავლესობა უნდა იყოს ინკლუზიური, უმცირესობა კი კოოპერატიული. ევროკავშირში გაწევრიანება – ეს ეროვნული მიზანია, რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს. ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ უნდა იმუშავონ იმ პირობების შექმნაზე, რომლებიც ამ თანამშრომლობას შესაძლებელს გახდიან. პრეზიდენტი ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გააძლიერა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია. იმისთვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად სვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან.

[...] ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის იყო ნათელი: საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას ევროპულ გზაზე და იმედი გვაქვს, რომ ქართველი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს დიდი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან

წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში.

კომენტარები