სტიქია ლიბიაში

ლიბიაში ძლიერი შტორმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 150 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი შტორმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 150 ადამიანი ემსხვერპლა.

შტორმმა დანიელმა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში მიწის ჩამოშლაც გამოიწვია. ლიბიის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით უკიდურესად საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა. დროებით დახურულია სკოლები და საყოფაცხოვრებო მაღაზიებიც.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამაშველო ოპერაციების მიმდინარეობის დროს დაიკარგა 7 ჯარისკაცი.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სტიქიამ ყველაზე მეტად ლიბიის აღმოსავლეთ ქალაქები ბენგაზი და სუსი, ასევე დერნა და ალ-მარჯი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში კი წყალდიდობამ მოიცვა ქალაქი მისრატა.

გასულ კვირაში, შტორმმა დანიელმა საბერძნეთს, თურქეთსა და ბულგარეთსაც გადაურა, შედეგად კი ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები