ხელისგულზე ჩანს - ვერ აიტანეს ვიღაცებმა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ დაემსგავსა წინა ხელისუფლებას. ამ ქვეყნის პირველი პირი ჩარტერებით დაასეირნებდა ვიზაჟისტებს, მასაჟისტებს და სტილისტებს, საკუთარი ოჯახის წევრებს ბიუჯეტიდან უხდიდა სწავლის თანხებს, უამრავი ასეთი ამბავი გვაქვს და ამის გადასაფარად ათწლეულის შემდეგ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე - რატომ გაფრინდა შვილთან...
ვერც ის აიტანეს, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარა მისმა შვილმა, უორტონის ბიზნესსკოლაში, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული, ეს ვერ მოინელეს ვიღაცებმა და ახლა სიუჟეტს სიუჟეტზე აკეთებენ და მთავარ კითხვას არ სვამენ - სახელმწიფო ხარჯით? არა, სახელმწიფო ხარჯით არა, დანარჩენი დეკლარაციაში ნახეთ და უკანონო თუ იქნა რამე, შემდეგ გააკრიტიკეთ, რამდენიც გნებავთ.





