მთავარი არხი

კვესიტაძე: რჩევა გაბუნიას — ისევ პუტინს მიაწექი!

კვესიტაძე

ტელეკომპანია მთავარის წამყვანი, ეკა კვესიტაძე ტელეკომპანიის დირექტორის, გიორგი გაბუნიას კომენტარს გამოეხმაურა, რომ წარსულში ტელევიზია და მთავარი არხის ჟურნალისტები ენმ-ს დავალებებს ასრულებდნენ. 

"ჩემი ძალიან მოკლე რჩევა გიორგი გაბუნიას - ისევ პუტინს მიაწექი!

ვრცელ მკაფიო პასუხს ჩემთვის სრულიად მიუღებელ მის განცხადებებზე მოისმენთ ჩემი გადაცემის მონოლოგში. აი, ასე ვხნით ახალ სეზონს - დღეს 22:00 საათზე". - წერს კვესიტაძე.

4 სექტემბერს, მთავარი არხის დირექტორმა მისივე არხის შუადღის ეთერში თქვა, რომ სარედაქციო პოლიტიკა დღეს პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და ჟურნალისტები, მას მერე, რაც მათ დირექციამ განუცხადა, რომ ენმ-ს დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, სიახლეს ტაშით შეხვდნენ.

მისივე თქმით, ენმ ვაის (მელიას) და ვუის (ხაბეიშვილს) შორის არის გაყოფილი. გაბუნიას იმავე დღეს გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და მის კომენტარს ბაბლში პრანჭვა და იაფფასიანი ექსპერტიზა უწოდა.

კომენტარები