მთავარი არხი

მელია გაბუნიას კომენტარს ბაბლში პრანჭვასა და იაფფასიან ექსპერტიზას უწოდებს

ერთინი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ტელეკომპანია მთავარის დირექტორის, გიორგი გაბუნიას კომენტარს გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ ენმ ვაის (მელიას) და ვუის (ხაბეიშვილს) შორის არის გაყოფილი.

"რა არის ვაი და რა არის ვუი, ამას ამომრჩეველი განსაზღრავს;

ხალხის აზრი კი თუ მანამდე გინდა რომ იცოდე, უშუალოდ ხალხს უნდა ელაპარაკო და არა ვიწრო ბაბლში იპრანჭო.

მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ეხებათ, ჟურნალისტების ამოცანაც ხალხის ინტერესის ასახვაა, როგორც გადაცემების სტუმრების, ისე საკითხების დონეზე და არა ვიწრო ჯგუფებისათვის სასურველი ნარატივის გატარება და იაფფასიანი ექსპერტიზა". - წერს ნიკა მელია.

4 სექტემბერს, მთავარი არხის დირექტორი მისივე არხის შუადღის ეთერში თქვა, რომ წარსულში ტელევიზია და მთავარი არხის ჟურნალისტები ენმ-ს დავალებებს ასრულებდნენ.

მისივე მტკიცებით, სარედაქციო პოლიტიკა დღეს პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და ჟურნალისტები, მას მერე, რაც მათ დირექციამ განუცხადა, რომ ენმ-ს დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, სიახლეს ტაშით შეხვდნენ.

კომენტარები