რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დრონების თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში 50-მდე ფრენა გადაიდო

მოსკოვის აეროპორტებში 50-მდე რეისი გადაიდო, ხოლო დამატებით ექვსი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია რუსეთის დედაქალაქის აეროპორტების ონლაინ განრიგზე დაყრდნობით ავრცელებს

TACC-ის ინფორმაციით, მოსკოვის დროით დაახლოებით დილის 6:00 საათისთვის დომოდედოვოს აეროპორტში გადაიდო 6 რეისი, ხოლო ორი გაუქმდა, ვნუკოვოს აეროპორტში 17 რეისი გადაიდო, ხოლო დამატებით 1 გაუქმდა, შერემეტევოს აეროპორტში 23 რეისი გადაიდო, ხოლო ჟუკოვსკის აეროპორტში სამი ფრენა გაუქმდა. 

გარდა ამისა, აქამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და მოსკოვის მერმა სერგეი სობინიანმა რუსეთის დედაქალაქზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის მცდელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. როგორც რუსულმა მხარემ აღნიშნა, თვითმფრინავები მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე კალუგის, მოსკოვისა და ტვერის რეგიონების საჰაერო სივრცეში გაანადგურეს.

კომენტარები