რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი კვლავ ავრცელებს ცნობას მოსკოვზე დრონით თავდასხმის მცდელობაზე

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

5 სექტემბრის ღამით, რუსული მხარის განცხადებით, სავარაუდოდ, კალუგის, მოსკოვისა და ტვერის ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და მოსკოვის მერი, სერგეი სობინიანი ავრცელებენ

"5 სექტემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 03:00 საათზე აღვკვეთეთ კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული იერიში რუსეთის ფედერაციის სამიზნეებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მიეტანა". - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს უპილოტო საფრენი აპარატი კალუგის ოლქის ტერიტორიაზეც.

ამასთან, სერგეი სობიანინის მტკიცებით, კალუგის ოლქის გარდა, მოსკოვის ოლქის ისტრას რაიონში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

მისივე თქმით, თვითმფრინავები მოსკოვზე იერიშის მიტანას ცდილობდნენ. 

მოგვიანებით ტვერის ოლქის თავზე კიდევ ერთი თვითმფრინავისთვის გზის გადაჭრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. 

კომენტარები