კაია კალასი

ესტონეთის პრემიერმინისტრი ქმრის "რუსული ბიზნესების" გამო პარლამენტში დაიბარეს

John Thys/AFP via Getty Images

ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი მისი ქმრის "რუსული ბიზნესების" შესახებ კითხვებზე საპასუხოდ პარლამენტში მივიდა. ის ანტიკორუფციული კომიტეტის წინაშე წარდგა. 

ესტონეთის პრემიერმინისტრის ქმრის ბიზნეს საქმიანობა რუსეთში ბოლო დროს ესტონეთში სკანდალურ პოლიტიკურ ამბად იქცა. კომიტეტის თავდმჯომარემ კაია კალასს კითხვები დაუსვა მისი ქმრის 350 000 ევროს ღირებულების სესხთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთში მოქმედი ბანკიდან აიღო. ესტონეთის პარლამენტის ანტიკორუფციული კომიტეტის მიხედვით, კაია კალასის ქმრის კომპანია რამდენიმე კომპანიისთვის ტვირთს ზიდავდა, ზოგიერთი ოპერააციიდან კი ფული რუსულ კომპანიასთან მიდიოდა. 

კალასის თქმით, მისი ქმრის კომპანიის - Novaria Consult-ის ფონდების ადმინისტრირების შესახებ კითხვებზე პასუხები ფინანსურ ანგარიშებში უნდა ეძებონ და ის სხვა ინფორმაციას არ ფლობს. 

კაია კალასმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ არასწორია მისი ქმრის ბიზნეს საქმიანობას რუსული ეწოდოს, რადგან მათ რუსეთში ოპერირება უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 თვეში შეაჩერეს. 

კომიტეტმა მოითხოვა, რომ კაია კალასმა 2010 წლიდან დღემდე საკუთარი ფინანსური დეკლარაციები გაასაჯაროვოს. 

კომენტარები