კაია კალასი

კალასი: რუსეთზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ, სანამ მას არ დასჭირდება მშვიდობა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი
X.com

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კრემლის პოზიციას სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე "თამაში" უწოდა.

კალასმა აღნიშნა, რომ მხოლოდ 12 მაისს რუსეთმა უკრაინაზე ასობით დრონით იერიში მიიტანა, ამის ფონზე, ცეცხლის შეწყვეტის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელია.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის აზრით, უნდა გაიზარდოს ზეწოლა იქამდე, სანამ რუსეთი მშვიდობას არ მოინდომებს:

"მოვისმინეთ რა თქვა პუტინმა, ასევე, ვიხილეთ რა გააკეთა. ერთ ღამეში, 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინაზე. ამიტომ, ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე, უნდა შეწყდეს ცეცხლი. ასევე, უნდა ვხედავდეთ, რომ რუსეთს სურს გამოავლინოს კეთილი ნება. ამას ჯერ ვერ ვხედავთ. უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, იმისთვის, რომ მას ნამდვილად მოუნდეს მშვიდობა და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეს".

8 მაისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის შემდეგ კალასმა თქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული მე-17 პაკეტის დამტკიცებას ეცდებიან.

კომენტარები