რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუნდესტაგის ცნობით, შოლცი ერთადერთია, ვინც უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას ბლოკავს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
REUTERS/Vladislav Culiomza

ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანის ცნობით, კოალიციაში კანცლერი ოლაფ შოლცი ერთადერთია, რომელიც უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას ბლოკავს. 

ოლაფ შოლცის წინააღმდეგობის შესახებ მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) დაწერა. 

" ახლა მას არ სურს Taurus-ების მიწოდება, თუმცა ახლა უკრაინაში ხალხი იღუპება. რას ელოდება კანცლერი შოლცი? ის ერთადერთია, ვინც კოალიციის შიგნით ამ გადაწყვეტილებას ბლოკავს" - წერს ბუდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანი.

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ფრიდრიხ მერცის აზრით, Taurus-ის რაკეტების საკითხზე საჭიროა საერთო ევროპული გადაწყვეტილების მიღება. 

კომენტარები