პუტინის რუსეთი

რუსეთის კულტურის მინისტრი ბარბენჰაიმერზე: არ პასუხობს ტრადიციულ სულიერ-მორალურ ფასეულობებს

რუსეთში ბარბი და ოპენჰაიმერი კინოგაქირავებაში ოფიციალურად არ დაიშვა. ინფორმაციას რუსეთის კულტურის მინისტრი ანდრეი მალიშევი თავის განცხადებაში ადასტურებს.

"ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სანახავად წარმოდგენილი ბარბი და ოპენჰაიმერი არ პასუხობს სახელმწიფოს მეთაურის მიერ დასახულ მიზნებსა და ამოცანებს, რომლებიც ემსახურება სახელმწიფოსა და ტრადიციული რუსული სასულიერო-მორალურ ფასეულობების შენარჩუნებასა და გამყარებას". – განაცხადა მალიშევმა.

მინისტრის თქმით რუსული კინოგაქირავება ისედაც "გაჯერებულია ადგილობრივი ხარისხიანი ფილმებით, მაგალითისთვის ისეთებით, როგორიც არის ჩებურაშკა

ბარბი და ოპენჰაიმერი მსოფლიო კინოგაქირავებაში 20 ივლისს გამოვიდა და როგორც მაყურებლის, ისე კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

ბარბენჰაიმერის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში შესაძლებელია.

კომენტარები