პუტინის რუსეთი

მოსკოვის ოლქში რუსული Su-57 ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა – მედია

Exilenova+

ტელეგრამ-არხი Exilenova+ წერს, რომ მოსკოვის ოლქში რუსული Su-57 ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა.

"დამატებითი კადრები მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონიდან, სადაც Su-57 ჩამოვარდა. რაც შეეხება პილოტს – დაველოდებით ოფიციალურ დადასტურებას. ჯერჯერობით არაფერია." – წერს Exilenova+ და ფოტოებს ავრცელებს.

მანამდე ტელეგრამ-არხი წერდა, რომ რუსული წყაროების მიხედვით, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო.

პარალელურად, კიდევ ერთი ტელეგრამ-არხი წერს, რომ რუსული ავიაგამანადგურებელი საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა.

კომენტარები