რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შანსზე: სარისკოა, მარტო დავრჩებით

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა საფრთხე იქნება, რადგან ასე შესაძლოა კიევი მარტო დარჩეს.

"არსებობს დიდი საფრთხე, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად მარტო დავრჩებით". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა 1+1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოში არსებობენ დიდი სახელმწიფოები, რომლებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიული მთლიანობაა და ისინი უკრაინას სწორედ ამიტომ უჭერენ მხარს.

"მათთვის ეს საკითხი, როცა სხვა ტერიტორიაზე შედიხარ, მტკივნეულია. ამიტომაც გვიჭერენ მხარს". – თქვა ზელენსკიმ.

ამას გარდა, ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ოკუპირებული ყირიმიდან რუსეთის ჯარის გაყვანის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ნახევარკუნძულის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიაღწევენ, მისი აზრით, შესაძლებელი იქნება ტერიტორიის პოლიტიკური გზით დემილიტარიზაცია.

"თუ ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვართან ვიქნებით, ვთვლი, რომ შესაძლებელია ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის დემილიტარიზაცია პოლიტიკურად გამოვიდეს". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მისი აზრით, ყირიმი პოლიტიკური გზით დემილიტარიზაცია უკეთესი იქნება, რადგან ასე "ნაკლები მსხვერპლი" იქნება.

კომენტარები