24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ევგენი პრიგოჟინის სიკვდილთან არაფერ შუაშია.
"ყველა კარგად ხვდება, თუ ვინაა ჩართული" - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მიანიშნა ვარაუდზე, რომ ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი პუტინის მიერ შეკვეთილი მკვლელობა იყო. 23 აგვისტოს ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა საკუთარი ვარაუდი, რომ ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი FSB-ს დაგეგმილი იყო.
როსავიაციის ინფორმაციით რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.





