რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ნიკა ახვლედიანი დაიღუპა. 40 წლის სამხედრო მტრის შეტევას ბახმუტთან ემსხვერპლა. მას ოკუპანტების მიერ ნასროლი სამხედრო ჭურვი მაშინ დაეცა, როცა უკრაინულ დანაყოფთან ერთად ერთ-ერთი სოფლის მისადგომებს იცავდა.  

ინფორმაციას ადასტურებს საქართველოში უკრაინის საელჩო და წერს:  

"ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისას. მარადიული ხსოვნა!"

კომენტარები