რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ლიტვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა კიევში, 2023 წლის 23 აგვისტო
გიტანას ნაუსედა / X

23 აგვისტოს დილით უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა.

"კიევში მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად დავბრუნდი. უკრაინის გამარჯვება ახლოსაა! ლიტვა მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ დასჭირდება!". - წერს ნაუსედა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).

გარდა ამისა, ლიტვის პრეზიდენტი ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობას მიიღებს.

როგორც ლიტვის პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, კიევში სამუშაო ვიზიტის დროს გიტანას ნაუსედა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. მასთან უკრაინის დახმარებისა და ევროკავშირში გაწევრიანების თემებს განიხილავს.

კომენტარები