რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში მინისტრის ცოლი უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობდა – Proekt

ჟურნალისტური გამოძიების დამოუკიდებელმა პლატფორმა Proekt-მა გამოაქვეყნა ახალი პუბლიკაცია, რომელშიც ამტკიცებს, რომ ორგანიზაცია, რომელსაც რუსეთის საგანგებო ვითარებათა მინისტრის, ალექსანდრ კურენკოვის ცოლი, ელენა მილსკაია ხელმძღვანელობს, შარშან უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციაში იყო ჩართული. 

შეგახსენებთ, რომ აქამდე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ბავშვთა უფლებების დამცველს, მარია ლვოვა-ბელოვას ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო ბრალი წარუდგინა.  

Proekt-ის თანახმად, მილსკაია მუშაობდა წმინდა ბასილი დიდის ფონდში, რომელიც დაკავშირებული იყო ოლიგარქ კონსტანტინე მალოფეევთან. 2019 წელს, Proekt-ის მიხედვით, იგი დაქორწინდა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ამჟამინდელ ხელმძღვანელზე, ალექსანდრე კურენკოვზე. ეს იყო "ქორწინება, რომელმაც მას დიდი მატერიალური და პოლიტიკური პერსპექტივები გაუხსნა". 

კომენტარები