NCDC

NCDC: საქართველოში კორონავირუსის EG.5 შტამის არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, EG.5-ის არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.

უწყება ხაზს უსვამს, რომ ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი აწარმოებს.

"მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და კერძო ლაბორატორიების მხრიდან ახალი შტამის დადასტურების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა. ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში კოვიდ-19-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე". – ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში.

ცენტრი წერს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის EG.5 შტამი არ იწვევს ომიკრონის ამჟამად გავრცელებული შტამისგან განსხვავებული სიმპტომების, ან მძიმე დაავადების განვითარებას. ამდენად, იგი არ საჭიროებს განსხვავებულ რეაგირებას და იმართება სტანდარტული პროტოკოლებით.

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში კორონავირუსის EG.5 შტამის შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები