NCDC

GMC: NCDC-მ ₾90 000 გადაიხადა პანდემიისას დახურულ ობიექტებში თამბაქოს მოხმარების კონტროლისთვის

ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 90 000 ლარზე მეტი გადაუხადა კომპანია FCTC-ს, რათა მათ პანდემიისას დახურულ ობიექტებში თამბაქოს კანონის აღსრულება გაეკონტროლებინათ.

ორგანიზაციის ცნობით, კომპანია ტენდერებში 2011 წლიდან მონაწილეობს და დღემდე 2 468 364 ლარი აქვთ მიღებული, ყველა ხელშეკრულება კი NCDC-თან აქვთ გაფორმებული. მათივე ცნობით, აღნიშნული თანხიდან 1 441 800 ლარი FCTC-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან თამბაქოს კანონის აღსრულებისა და განხორციელების ობსერვაციისთვის მიიღო.

"საინტერესოა, რომ 2020-2021 წლებში ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებშიც NCDC-ი აგრძელებდა ბაზრის კვლევისთვის FCTC-თვის ხელშეკრულების გაფორმებას. 

მაგალითად, 2020 წელს 300,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და FCTC-სთან.

როგორც ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, FCTC-ის უნდა მოეხდინა თამბაქოს კონტროლის მონიტორინგი შემდეგ დაწესებულებებში: კაფე-ბარები, რესტორნები, ჩილიმ-ბარები, ტოტალიზატორები, სავაჭრო ობიექტები, ასევე საზოგადოების თავშეყრის ადგილები, მედია ორგანიზაციები, საჯარო დაწესებებები, საზ. ტრანსპორტსა და ქუჩის ლოკაციებზე,  ასევე მედია ორგანიზაციებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. აღსანიშნავია, რომ  რამდენიმე ობიექტის გარდა (მაგ: სამედიცინო დაწესებულებები), კოვიდ რეგულაციების გამო 2020 წელს რამდენჯერმე მოხდა თვეობით მათი დახურვა, მაგალითად  პირველი “ლოქდაუნი” 30 მარტს გამოცხადდა და ზაფხულის დასაწყისამდე გაგრძელდა. აღნიშნული შეზღუდვით ეკონომიკური საქმიანობის დიდი ნაწილი შეიზღუდა, ამიტომ FCTC-ი ვერ განახორციელებდა  ბოლომდე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ხელშეკრულებაში წარმოდგენილი ფასების ცხრილის მიხედვით კომპანია 30,000 ლარს დახარჯავდა დეკემბრის თვეში ხელ. გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად. გამომდინარე იქიდან, რომ სამუშაოს შესრულების ვადა არის 10 თვე, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დანარჩენს თვეებშიც 30,000 ლარს დაიხარჯებოდა მომსახურებაზე. ხოლო ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გამო კომპანია ვერ დახარჯავდა თვიურად გათვალისწინებული 30,000 ლარს, სრულად პირობების შესაბამისად. ასევე, ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას აღმასრულებელი სტრუქტურის წარმომადგენლებთან თბილსსა და რეგიონებში". - წერს ფლანგვის დეტექტორი.

მათივე ცნობით, რადგან 2020-2021 წლებში მსგავსი შეზღუდვა სამჯერ განხორციელდა, შეიძლება ვარაუდი, რომ თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა.

კომენტარები