NCDC

როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან – NCDC-ის რეკომენდაციები მშობლებს

როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი [NCDC] ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს. 

NCDC-ში განმარტავენ, რომ ზაფხულის ცხელი დღეები უარყოფითად აისახება მცირეწლოვნების ჯანმრთელობაზე - ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ კი ის ბავშვები იმყოფებიან, რომლებსაც სუნთქვის გაძნელება [ასთმა], გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ.

იმისათვის, რომ თავი აარიდოთ მაღალი სიცხისგან გამოწვეულ გართულებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვირჩევს:

  • თერმოსტატის მქონე კონდიციონერი ქონისას, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220Сდა 260С-ს შორის), რაც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს.
  • მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას;
  • გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები - სავაჭრო ცენტრები, მაღაზია ან ბიბლიოთეკა, მეტრო;
  • ბავშვი აბანავეთ გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად);. ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში;
  • გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში;
  • თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას;
  • არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ;
  • დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სხვადასხვა სითხე, სანამ მოწყურდება.

კომენტარები