რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა ნოვგოროდის ოლქის სამხედრო აეროდრომს დაესხა თავს, დაზიანდა 1 თვითმფრინავი – რუსეთი

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

19 აგვისტოს დილით უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ფედერაციის ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს

კერძოდ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ შაბათს, 19 აგვისტოს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე მოსკოვის გარე ტერიტორიაზე ვერტმფრენის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით უკრაინის ჯარები ნოვგოროდის ოლქში სამხედრო აეროდრომს დაესხნენ თავს.

ამავე ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, აეროდრომის გარე სადამკვირვებლო პუნქტის გაანგარიშებით აღმოაჩინეს.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე მდებარე თვითმფრინავის სადგომზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც სახანძრო ბრიგადებმა ჩააქრეს.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "დაზიანებულია ერთი თვითმფრინავი", ხოლო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები