ჰანტერ ბაიტენი

ჰანტერ ბაიდენის მთავარი ადვოკატი საქმიდან ჩამოშორებას გეგმავს

ჰანტერ ბაიდენი

ჰანტერ ბაიდენის მთავარი ადვოკატი, კრისტოფერ კლარკი საქმიდან ჩამოშორებას გეგმავს, რადგან შესაძლოა, ის სასამართლოზე მოწმის სახით ჩვენების მისაცემად გამოიძახონ.

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟს ბრალი საგადასახადო სამართალდარღვევაში და ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებულ დარღვევებზე წარუდგინეს. 20 ივნისს მან  გადასახადებთან დაკავშირებულ ორ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და იარაღის უკანონოდ შეძენასთან დაკავშირებულ ბრალდებაზე პროკურორთან შეთანხმება გააფორმა.

"მიზანშეწონილი არ არის, ამ საქმეში ბატონმა კლარკმა ადვოკატობა გააგრძელოს". - მითითებულია ბაიდენის ინტერესების დამცველი ფირმების ერთობლივ განცხადებაში. ასევე, ითქვა, რომ კლარკის საქმიდან ჩამოშორება ბაიდენისთვის პრობლემების გამომწვევი არ იქნება, რამდენადაც საქმეზე მომუშავე იურიდიული ფირმები და სხვა ადვოკატები სასამართლოში მისი ინტერესების დაცვას ჩვეულებრივ განაგრძობენ.

საქმე აშშ-ს დელავერის შტატში განიხილება, სადაც ბაიდენს იურიდიული ფირმა Berger Harris წარმოადგენს.

კომენტარები