ჰანტერ ბაიდენი

ჰანტერ ბაიდენი გადასახადების გადაუხდელობის ორ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს

ჰანტერ ბაიდენი

ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი  გადასახადებთან დაკავშირებულ ორ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს და იარაღის უკანონოდ შეძენასთან დაკავშირებულ ბრალდებაზე პროკურორთან შეთანხმებას გააფორმებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აქვეყნებს.

"ჰანტერს სჯერა, რომ მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა აიღოს იმ შეცდომებზე, რაც მან დაუშვა მის ცხოვრებაში არეულობისა და დამოკიდებულების პერიოდში". – ამბობს ჰანტერ ბაიდენის ადვოკატი, კრისტოფერ კლარკი.

გამოძიება ეხება ჰანტერ ბაიდენის მიერ 2017 და 2018 წლებში გადასახადების განსაზღვრულ ვადაში დაუფარველობას. ბაიდენის ადვოკატმა 2022 წელს CNN-თან აღნიშნა, რომ ეს წლები ბაიდენის ცხოვრებაში სირთულეებთან იყო დაკავშირებული, კერძოდ, მას ჰქონდა ნარკოტიკული დამოკიდებულების პრობლემა. კრისტოფერ კლარკის თქმით, მისმა კლიენტმა აღნიშნული თანხა შემდგომ სრულად დაფარა. სასამართლოს მიხედვით, ჰანტერ ბაიდენს პატიმრობის საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, მას მოუწევს სასჯელის პრობაციით მოხდა. 

ამასთან ერთად, კიდევ ერთი გამოძიებით დადგინდა, რომ ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს ცეცლხასროლი იარაღი შეიძინა მაშინ, როდესაც ის ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული, რაც კანონით აკრძალულია. ბაიდენმა საქმის პროკურორთან მიაღწია შეთანხმება, რომლის მიხევითაც ის ამ საქმეზე არ გასამართლდება იმ პირობით, რომ ის მომდევნო 24 თვის მანძილზე არ მოიხმარს ნარკოტიკს და აღარასდროს შეიძენს ცეცხლსასროლ იარაღს. 

კომენტარები