ჰანტერ ბაიდენი

თეთრი სახლი: ბაიდენის შვილის შეწყალების შანსი არ არსებობს

თეთრი სახლის ინფორმაციით, არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი შვილი, ჰანთერ ბაიდენი შეიწყალოს. ჰანტერ ბაიდენს ბრალი საგადასახადო სამართალდარღვევაში და ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებულ დარღვევებზე წარუდგინეს. 

ბრიფინგზე დასმულ კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტმა თავისი შვილი შეიწყალოს, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა უარით უპასუხა და დამატებითი კომენტარი არ გააკეთა.

20 ივნისს, ჰანტერ ბაიდენმა  გადასახადებთან დაკავშირებულ ორ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და იარაღის უკანონოდ შეძენასთან დაკავშირებულ ბრალდებაზე პროკურორთან შეთანხმება გააფორმა.

"ჰანტერს სჯერა, რომ მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა აიღოს იმ შეცდომებზე, რაც მან დაუშვა მის ცხოვრებაში არეულობისა და დამოკიდებულების პერიოდში". – ამბობს ჰანტერ ბაიდენის ადვოკატი, კრისტოფერ კლარკი.

გამოძიება ეხება ჰანტერ ბაიდენის მიერ 2017 და 2018 წლებში გადასახადების განსაზღვრულ ვადაში დაუფარველობას. ბაიდენის ადვოკატმა 2022 წელს CNN-თან აღნიშნა, რომ ეს წლები ბაიდენის ცხოვრებაში სირთულეებთან იყო დაკავშირებული, კერძოდ, მას ჰქონდა ნარკოტიკული დამოკიდებულების პრობლემა. კრისტოფერ კლარკის თქმით, მისმა კლიენტმა აღნიშნული თანხა შემდგომ სრულად დაფარა. სასამართლოს მიხედვით, ჰანტერ ბაიდენს პატიმრობის საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, მას მოუწევს სასჯელის პრობაციით მოხდა. 

ამასთან ერთად, კიდევ ერთი გამოძიებით დადგინდა, რომ ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს ცეცლხსასროლი იარაღი შეიძინა მაშინ, როდესაც ის ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული, რაც კანონით აკრძალულია. ბაიდენმა საქმის პროკურორთან მიაღწია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ის ამ საქმეზე არ გასამართლდება იმ პირობით, რომ ის მომდევნო 24 თვის მანძილზე არ მოიხმარს ნარკოტიკს და აღარასდროს შეიძენს ცეცხლსასროლ იარაღს. 

კომენტარები