კანცელარიასთან გომელაურის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.

აქციის მონაწილეები ვახტანგ გომელაურის მიერ შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებდნენ.

ტაბულა დაკავებულებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა. ამ დრომდე მაშველებმა 25 ცხედარი იპოვეს. სტიქიის ზონაში კვლავ ეძებენ 8 ადამიანს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ზონის ძირითადი ნაწილი შემოწმებულია და დაახლოებით 25-26 % დარჩა შესამოწმებელი.

კომენტარები