სტიქია რაჭაში

კალაძე: გომელაური წარმატებული მინისტრია, ოჯახური ტრაგედიისგან არავინ ვართ დაზღვეული

ვახტანგ გომელაურს რაც შეეხება, ის არის წარმატებული მინისტრი და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოჯახური ტრაგედიისგან, პრობლემებისგან, სირთულეებისგან არავინ არ ვართ დაზღვეული. ყველას მინდა გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და ყოველივე კარგი. მათ  შორის, ვახტანგ გომელაურს და მის ოჯახს მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო.

თბილისის მერი კახა კალაძე სტიქიის ზონაში შს მინისტრის მხოლოდ მე-11 დღეს ჩასვლაზე. ვახტანგ გომელაურმა 13 აგვისტოს თქვა, რომ "თურქეთში, საავამდყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი, ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედ არის".

კომენტარები